ადგილმდებარეობა
ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, კასპიდან სამხრეთ-დასავლეთით 10 კილომეტრში მდებარე სოფელ გარიყულას სამხრეთით, ძველ სასაფლაოზე.
1957 წელს, ძეგლის სახურავი შეაკეთა სპეციალურმა სამეცნიერო–სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ.
ტაძრის გეგმა |
ეკლესია დარბაზულია (12.4X10.8 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და ნატეხი ქვით, გამოყენებულია ტუფიც. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, გვერდებზე ორი სწორკუთხა ნიში. საკურთხეველში შემორჩენილია კ ა ნ კ ე ლ ი ს ფრაგმენტი. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებით, რომლებზეც ეყრდნობა საბჯენი თაღები. პილასტრებს მარტივი პროფილის თაროსებრი კაპიტელები აქვთ. ეკლესიის კედლები შელესილია, გაირჩევა მ ო ხ ა ტ უ ლ ო ბ ი ს ორი ფენა. ქვედა ფენა ეკლესიის თანადროულია. ამ ფენიდან შემორჩენილია ფერადი ლაქები ჩრდილოეთ კედლის პირველ რეგისტრში და შარავანდიანი ხელგაშლილი მამაკაცის ფიგურა სამხრეთ–კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე. მოხატულობის მეორე ფენა XII საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება. კამარაში, ეკლესიის ჩრდილო და სამხრეთ კედლებზე მოხატულობის დიდი ნაწილი ჩამოცვენილია. შედარებით უკეთესადაა დაცული საკურთხევლისა და დასავლეთ კედლის მოხატულობა.
ეკლესიის მოხატულობაში წარმოდგენილია საუფლო დღესასწაულთა ციკლი. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება. საკურთხევლის სარკმლის თავზე მედალიონში ჩასმული ჯვარია გამოსახული, ქვემოთ – ხატი მანდილისაი. დარბაზის მოხატულობაც სამ რეგისტრად არის დაყოფილი: ერთი კამარაშია, ორი – კედლებზე. ეკლესიის მფარველის, წმ. გიორგის ამსახველი ხუთი სცენა მოხატულობის ქვედა რეგისტრში. აფსიდისა და კედლების მოხატულობის ქვემოთ, იატაკიდან 1.5 მ სიმაღლეზე, ფართო ორნამენტული ზოლია.
აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ორივე მხარეს, წრეში ჩასმულია ორნამენტიანი ჯვრები. სარკმლის ზემოთ, ფრონტონის სიბრტყეში მოთავსებულ დიდი ზომის ქვიშაქვის სწორკუთხა ფილაზე გამოსახულია წრე და გველი. ფასადებზე კარ–სარკმლის საპირედ ქვიშაქვის გათლილი ქვებია გამოყენებული. ფასადების ლავგარდანი შედგენილია თაროსა და ლილვისაგან. ეკლესია გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით. ჩრდილოეთ კედელზე გასამაგრებლად ქვის საკმაოდ განიერი კედელია მიშენებული.

ჩრდილოეთი კედელი | სამხრეთი კედელი | საკურთხევლის კონქი |
ბ) სამხრეთ ფასადზე, მთელ სიგრძეზე მიშენებულია დაბალი, ცილინდრული კამარით გადახურული ეგვტერი (ძლიერ დაზიანებულია), რომელსაც ერთი სარკმელი ჰქონდა. აქ შემორჩენილი მოხატულობის ნაშთები მიეკუთვნება XIII საუკუნის II ნახევარს
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen